воскресенье, 23 апреля 2017 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტის გეგმა, მივიღე რეკომენდაციები, რომელთა დახმარებით ჩავასწორე ჩემი პროექტის გეგმა.საბოლოოდ გადავავლე მოსწავლეების ნამუშევრებს და შეფასების ფორმებს. გავუკეთე  რეკომენდაციები ჩემს კოლეგებს.
კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლეთ, კერძოდ საინტერესო იყო პროექტის დაწერა. ვისწავლეთ კომპიუტერთან მუშაობა.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

მერვე დღე

დღეს განვაახლე პროექტის გეგმა და განვიხილეთ განხორციელების სტრატეგიები. შევქმენი დოკუმენტები მენეჯმენტისათვის და გამოვაქვეყნე პორტფოლიო. 

воскресенье, 2 апреля 2017 г.

მეექვსე დღე

დავიწყე პროცედურების გაწერა და შესაბამისობაში მოყვანა. ვისწავლე ვიდეოების  გადმოწერა და შენახვა პაპკაში. მონდომებული ვაკეთებდი ყველაფერს, კმაყოფილი ვარ ნასწავლით, რომელსაც გამოვიყენებ კლასში.

суббота, 1 апреля 2017 г.

მეხუთე დღე

დღეს დავასრულე პროექტის შეფასების გეგმა.შევქმენი სლაიდები. ვიმუშავე პრეზენტაციის გაკეთებაზე. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები შევიმუშავე. დიზაინის შექმნა, ჩავაშენე ბლოგზე. გავეცანი საავტორო უფლებებს.

воскресенье, 26 марта 2017 г.

მეოთხე დღე

დღეს დავხვეწე საკვანძო კითხვები, გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს, ვიმსჯელე შეფასების სტრატეგიებზე, მეთოდებზე, მომეწონა ეს ყველაფერი.

суббота, 25 марта 2017 г.

მესამე დღე

ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,რაც იყო დროული და აუცილებელი. გამოყენების არეალი არის დიდი. აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.მომეწონა საკვანძო კითხვების შემუსავება.
ჩამოვაყალიბე სწავლის შედეგები.
მომეწონა საგნობრივი სტანდარტის მოძიება და პროექტსი ჩასმა.  

воскресенье, 19 марта 2017 г.

მეორე დღე

გავეცანი პროექტის მახასიათებელს სტრუქტურას, პუბლიკაციის სახეებს, შევქმენი ბრუშურა ,დავიწყე პროექტის გეგმის დაწერა,
რაც ვისწავლეთ დღეს გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
ფაილის შენახვა.მომიხდება უფრო ყურადღებით კიდევ ერთხელ პროექტის მახასიათებლების გაცნობა და სტრუქტურის დახვეწა.

суббота, 18 марта 2017 г.

პირველი დღე

მე დღეს გავეცანი პროექტებით სწავლებას, ტრენინგის სილაბუსს, 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ,,კონკიას'' პროექტის გეგმას, გავეცანი პროგრამა ვიუერს, შევქმენი საქაღალდეები და ბლოგი.
მიღებული უნარ-ჩვევები ჩემთვის იყო საინტერესო, დროული და აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში , რაც დამეხმარება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში, მათ დაინტერესებაში,აქტიურად ჩართვაში კვლევიტ პროექტებში.